მესი: "საფრანგეთის ჩემპიონატი წლიდან წლამდე უფრო და უფრო ძლიერი ხდება"

18 თებერვალი 2022, პარასკევი


"პსჟ"-ს ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ლიგა 1-ის დონის შესახებ საკუთარი მოსაზრება გააზიარა: "ბოლო წლებში ეს ჩემპიონატი ძალიან წინ წავიდა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა პსჟ-მ.

კლუბმა მნიშვნელოვნად გაზარდა ლიგა 1-ის ხილვადობა მსოფლიოში. დღეს ეს ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგაა, სადაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოგიგოს და პრობლემები შეგიქმნას.

საფრანგეთის ჩემპიონატი სულ უფრო დაბალანსებული ტურნირი ხდება, როგორც ზოგადად ფეხბურთი. დღეს სპორტში უფრო და უფრო რთულია მატჩის მოგება", - განაცხადა არგენტინელმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემდეგ, არგენტინელმა თავდამსხმელმა მოასწრო 21 შეხვედრის ჩატარება და შვიდი გოლის გატანა. უშუალოდ ლიგა 1-ში კი ლეომ ორი ბურთი გაიტანა.

კომენტარები: