რეალი თუ არა, მაშინ პრემიერ ლიგა - პრესაში მბაპეს ტრანსფერის ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილება

18 თებერვალი 2022, პარასკევი


Diario Sport-ის ცნობით, კილიან მბაპე რეალურად განიხილავს პრემიერ ლიგაში გადასვლას და არა მადრიდის "რეალში". შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენმა" "სამეფო კლუბი" სწორედ მისი გოლით დაამარცხა.

"ლივერპული" მბაპეს ყველაზე ლოგიკური დანიშნულების ადგილია, თუ მადრიდში გადასვლა ვერ მოხერხდება. იურგენ კლოპი 23 წლის ფეხბურთელთან კონტაქტზეა.

აღსანიშნავია, რომ მბაპე თავისუფლად ფლობს ინგლისურს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, ენობრივი ბარიერის პრობლემა არ შეიქმნება.

ამჟამად, "პსჟ" კვლავ ცდილობს მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ აგრძელებს მისგან უარის მიღებას. ფრანგი თავდამსხმელის მომავალ გუნდად მაინც "რეალი" მოიაზრება.

კომენტარები: