რეალის ყოფილი ფეხბურთელი: "პსჟ-ს ფეხბურთელებზე მესის გავლენა შესამჩნევია"

18 თებერვალი 2022, პარასკევი


"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ივან კამპომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "პსჟ"-სთან (0:1) მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"რეალი" საშინლად გამოიყურებოდა. გუნდმა წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს და ეს ძალიან უცნაურია. "პსჟ" ბევრად ძლიერ იყო".

"მე სხვანაირად ვითამაშებდი, ალბათ, ხუთ ნახევარმცველს დავაყენებდი და უფრო მაღალ პრესინგს მივმართავდი, რათა "პსჟ"-ს თავი ნაკლებად კომფორტულად ეგრძნო".

"მოდრიჩი დაიკარგა, ბენზემა თავს არაკომფორტულად გრძნობდა, კაზემირო და მენდი საპასუხო მატჩს გამოტოვებენ, მაგრამ "ბერნაბეუს" ეფექტი იქნება და თუ "რეალი" მოუმატებს, შანსები ექნება".

"მესის ყოფნა გუნდისთვის შესანიშნავია. თანაგუნდელებზე მისი გავლენა შესამჩნევია".

"მომეწონა მბაპეც. ძლიერია და იცის, როგორ უნდა მოატყუოს მეტოქე. მასში ნაპერწკალი იყო".

"ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში მბაპეს სხვა გუნდში ვიხილავთ. "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის ასეთი ფეხბურთელი სჭირდება", - ციტირებს კამპოს სიტყვებს Marca.

კომენტარები: