რა ეკეთა რონალდუს მუცელზე "ბრაიტონთან" მატჩისას - "შამანი კრიშტიანუ"

17 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებმა უკანასკნელი მატჩისას შენიშნეს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მუცელზე სახვევები ჰქონდა ლენტით დამაგრებული.

სოციალურ ქსელში მაშინვე გაჩნდა კითხვა, თუ რას ემსახურებოდა ეს და რატომ გამოვიდა რონალდუ "ბრაიტონთან" მატჩზე სახვევებით.

მალევე, მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ამ ფაქტის შესახებ და როგორც აღმოჩნდა, კრიშტიანუს არაფერი აწუხებდა, სახვევს კი სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა.


გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ ბრაზილიურ ტრადიციას მიმართა, რომელსაც "Mau Olhado" (ცუდი თვალები) ეწოდება.

ადამიანები ამას მაშინ მიმართავენ, როცა წინ "დიდი დღე" ელით, ანუ ბევრი ადამიანის თვალწინ უწევთ ყოფნა და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთონ.

Ritavitz-ის თქმით, ეს სახვევი ადამიანს ნეგატიური ენერგიისგან, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ "ავი თვალისგან" იცავს და მას ეხმარება.

რონალდუს ზედიზედ 6 უგოლო მატჩი ჰქონდა დაგროვებული, "თოლიებთან" კი ნავსი გატეხა და ვინ იცის, იქნებ ეს სახვევის დამსახურებაც არის.



კომენტარები: