ახალი სკანდალის შედეგები - რეშფორდმა რონალდუს შესახებ გააკეთა განცხადება

17 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედში" კრიტიკული სიტუაციაა, მედიის ყურადღებაც სწორედ ოლდ ტრაფორდზეა მიპყრობილი და უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.

რამდენიმე საათის წინ, Bild-ის გერმანელმა ჟურნალისტმა კრისტიან ფალკიმ განაცხადა, რომ "იუნატედის" გასახდელში არეულობაა.

კერძოდ, მისი თქმით, ჰარი მაგუაიერი, მარკუს რეშფორდი და სხვა ინგლისელი ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს ქცევებით არიან გაღიზიანებულები.

ამ ამბავს მარკუს რეშფორდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გავრცელებულ ჭორებს საბოლოო წერტილი დაუსვა.

"ახლა უკვე ამბების გამოგონებაც დავიწყეთ? გთხოვთ, ნუ ეძებთ გასახდელში განხეთქილებას", - უპასუხა რეშფორდმა ფალკს.

ინგლისელი ახალგაზრდისთვის რონალდუ კუმირია, ასე რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე მტკნარი ტყუილი იყო.

კომენტარები: