აგუერო: "ახლა რომ ფეხბურთის თამაში ვცადო, გავიგუდები"

16 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს Twitch-ზე ხშირად აქვს პირდაპირი ჩართვები, სადაც ის გულშემატკივრებს ესაუბრება.

ერთ-ერთი ლაივსტრიმისას არგენტინელმა გულის პრობლემებზე ისაუბრა და თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა გაგვაცნო.

"ახლა რომ ფეხბურთის თამაში ვცადო, გავიგუდები.

ხანდახან ვფიქრობ, შევძლებ თუ არა, რომ ოდესმე ისევ გავიქცე

უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემი გული სწორად არ მუშაობს," - თქვა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ  რომ კუნს კარიერის დასრულება სწორედ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოუწია. სხვათა შორის, ეს გართულება მას "ბარსა" - "ალავესის"
მატჩის მიმდინარეობისას გამოუვლინდა, როცა სუნთქვა შესამჩნევად გაუძნელდა.

აგუერომ "ბარსელონას" მაისურით სულ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები: