როგორი ურთიერთობა აქვთ რონალდუსა და რანგნიკს - ახალი ინფორმაცია

16 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


"მანჩესტერ იუნაიტედში" ძალიან მძიმე სიტუაციაა, გუნდი მოედანზეც ვერ აფიქსირებს შედეგებს, მის მიღმა კი კიდევ უფრო დიდი პრობლემებია.

Diario AS-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუსა და რალფ რანგნიკსაც არ აქვთ საუკეთესო ურთიერთობა.

პირიქით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ყველა ხიდი უკვე ჩატეხილია, ამის მთავარი მიზეზი კი პორტუგალიელი ვარსკვლავია.

რონალდუ მიიჩნევს, რომ 63 წლის სპეციალისტი "იუნაიტედის" დონის მწვრთნელი არ არის და მას არ შეუძლია "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა.

კრიშტიანუ ოლდ ტრაფორდზე ბედნიერი არ არის, რის გამოც ის გუნდიდან წასვლას უკვე სერიოზულად განიხილავს.

კომენტარები: