ორი პოზიცია, რომელსაც "მანჩესტერი" აუცილებლად გააძლიერებს - ფაბრიციო რომანო

16 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ფიქრობს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე და რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.

"მანჩესტერისთვის" პრიორიტეტულია ნახევარმცველის დამატება და ნახევარდაცვაში საყრდენი ზონის გაძლიერება.

ასევე რომანოს ცნობით გუნდში აუცილებლად მიაჩნიათ ტოპ კლასის თავდამსხმელის დამატება, რომელიც პრემიერ ლიგას მარტივად აუღებს ალღოს.

გუნდში ჯერ-ჯერობით არ განიხილავენ ცენტრალური მცველის დამატებას, მაგრამ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ შესაძლოა ეს შეიცვალოს.


კომენტარები: