გვარდიოლა: "მან თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს"

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


ბოლო პერიოდში რაჰიმ სტერლინგის მომავალი ინგლისური პრესის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. როგორც ირკვევა, ინგლისელ შემტევს "მანჩესტერ სიტის" დატოვება 2022 წლის ზაფხულშივე სურს.

"ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მედიასთან სწორედ რაჰიმის მომავლის შესახებ ისაუბრა.

"რაჰიმი ჩვენი მოთამაშეა და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც რაჰიმისგან და ყველასგან მსურს არის ის, რომ მოთამაშეები აქ ყოფნით ნასიამოვნები უნდა დარჩნენ.

იმ შემთხვევაში თუ სტერლინგი გუნდში ბედნიერი არ იქნება, მან თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა გვარდიოლამ.

ცნობისთვის, რაჰიმ სტერლინგის დამატებით კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდება.

კომენტარები: