დაძაბულობა გუნდში - რა მოხდა "პსჟ"-ს დღევანდელ ვარჯიშზე

15 თებერვალი 2022, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალს" მიიღებს. 

აღნიშნული შეხვედრის წინ გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. Defensa Central-ის ინფორმაციით, პარიზელთა სავარჯიშო სესიის დროს საინტერესო ფაქტი მოხდა, რამაც შესაძლოა, ქომაგების ყურადღება მიიქციოს.

კერძოდ, "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფმა გამხნევების მიზნით დღეს ფეხბურთელები მოინახულა. სოც.ქსელში გავრცელდა კიდეც ფოტო, თუ როგორ ეხვევა პრეზიდენტი კილიან მბაპეს, თუმცა ზემოთ ნახსენები წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევი ხელაიფს მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებში არ უყურებდა.

როგორც ირკვევა, კილიანი მასზე გაბრაზებულია, რისი მიზეზიც ფრანგს ნამდვილად აქვს, რადგან სეზონის დაწყებამდე მას პარიზელთა რიგების დატოვება სურდა, რასაც ხელი სწორედ პრეზიდენტმა შეუშალა.

ბუნებრივია, ეს შესაძლოა, აღნიშნული ტაბლოიდის ფანტაზიის ნაყოფი იყოს, თუმცა ფაქტია, მედიას მსგავსი ცნობების გავრცელების საბაბი აქვს.


კომენტარები: