მბაპე: "ვის ავირჩევდი გუნდში - მესის თუ რონალდუს? ჩემი პასუხი ასეთია"

14 თებერვალი 2022, ორშაბათი


"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, France Football-თან ჩაწერილ ინტერვიუში საინტერესო თემებზე საუბარი მოუწია.

ახალგაზრდა შემტევს ჰკითხეს აზრი, თუ ვის ათამაშებდა თავის გუნდში - ლეო მესის თუ კრიშტიანუ რონალდუს.

"არჩევანის გაკეთება მესისა და რონალდუს შორის რომ მიწევდეს, საკუთარ თავს სათადარიგოთა სკამზე დავსვამდი და მათ ერთად ვათამაშებდი, რაც გუნდს აუცილებლად გამარჯვებას მოუტანდა." - განაცხადა მაშინ მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ ადრეული ბავშვობიდან კილიანი პორტუგალიელი ლეგენდის პერსონალური ქომაგი გახლავთ, ახლა კი არგენტინელის თანაგუნდელია.

კომენტარები: