მბაპე:„პარიზში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“

14 თებერვალი 2022, ორშაბათი


კილიან მბაპეს თქმით, მადრიდის „რეალთან“ პირველი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელშიც „პსჟ“-მ უპირატესობა უნდა იგდოს ხელთ...

„როდესაც პირველ მატჩს საშინაო არენაზე მართავ, თანაც ისე გუნდთან, როგორიც „რეალია“, მაქსიმალური ყურადღებით და აგრესიით თამაში გმართებს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ საშინაო დაპირისპირებაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

„თუ „ბლანკოსს“ ვერ დავამარცხებთ, სანტიაგო ბერნაბეუზე ამოცანა ძალიან გართულდება. ვფიქრობ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ.“

„ბენზემა? მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ და მჯერა, რომ თამაშს შეძლებს.“

კომენტარები: