რონალდუ: "ფეხბურთის ახალი თაობა ამის გამო არ მომწონს"

13 თებერვალი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საკითხს შეეხო და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

ლეგენდარულმა მოთამაშემ ახალ გენერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კრიტიკა არ მოსწონთ, რაც რონალდუსთვის გაუგებარია.

"უნდა ვიყოთ კომპაქტურები და ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ამიტომ ჰქვია ამ კლუბს მანჩესტერ იუნაიტედი - ჩვენ რთულ მომენტებში ერთიანები უნდა ვიყოთ. ჩემი რჩევა და დახმარება თუ არ გსურს, მაშინ საქმეს შენით მიხედე და მაქსიმუმი გააკეთე გუნდის დასახმარებლად.

მახსოვს, როდესაც 18 წლის ვიყავი, უფროსი მოთამაშეები მესაუბრებოდნენ და ამას განვითარებისთვის ვიყენებდი, რადგან მათ ჩემზე მეტი იცოდნენ. ახალი გენერაცია კი კრიტიკას და რჩევას არ იღებს. მყავს შვილები და ისინიც ჩემგან საპირისპიროდ იქცევიან, ეს არ მომწონს.

კონკრეტულად იუნაიტედის ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ. საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა ფეხბურთელებთან სასაუბროდ", - დასძინა რონალდუმ.

კომენტარები: