ამას არავინ ელოდა - ზიდანი "რეალს" სუპერ ტრანსფერს უჩარხავს

13 თებერვალი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი" დატოვა და ამჟამად უმუშევარია.

ფრანგ სპეციალისტს ბოლო პერიოდში "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ და სავარაუდოა, რომ ის პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, ზიდანი გერმანიაში გაემგზავრა და "დორტმუნდის" ვარსკვლავს ერლინგ ჰოლანდს შეხვდა. 

სპეციალისტი ნორვეგიელს "ადიდასის" შესახებ ესაუბრა და ურჩია, რომ გერმანულ კომპანიასთან კონტრაქტი დაედო.

ცნობისთვის, ერლინგსა და "ნაიკს" შორის კონტრაქტი 2022 წლის 1-ლ იანვარს გაწყდა, მხარეებს შორის კი მოლაპარაკებები ვერ შედგა.

DefensaCentral კი წერს, რომ თუ ჰოლანდი "ადიდასთან" ხელშეკრულებას დადებს, ეს მისი "რეალში" ტრანსფერის შანსს ბევრად გაზრდის, რადგან სამეფო კლუბის შემოსვაზე სწორედ გერმანული კომპანია ზრუნავს.


კომენტარები: