ბენზემამ ქომაგები დააიმედა - სასიხარულო ამბავი

13 თებერვალი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა ტრავმირებულია, რის გამოც მას "რეალის" ბოლო შეხვედრები გაუცდა.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაატარებს თუ არა ფრანგი "პარი სენ-ჟერმენთან" უმნიშვნელოვანეს მატჩს, რომელიც 15 თებერვალს, 23:59 საათზე დაიწყება.

სამეფო კლუბის ლიდერმა სოციალურ ქსელში საკმაოდ დამაიმედებელი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო:

"დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება".

უნდა ითქვას ისიც, რომ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პარიზულ კლუბთან სრული შემადგენლობით თამაში დააანონსა.




კომენტარები: