კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლაზე ფიქრობს - ბრიტანული პრესა

12 თებერვალი 2022, შაბათი


კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებით უკმაყოფილოა.

Daily Star-ის ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელი თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან გუნდის კიდევ ერთ შეცვლას განიხილავს.

თუმცა, როგორც ხენებული წყარო წერს, რონალდუს საბოლოო გადაწყვეტილებაში უმნიშვნელოვანეს როლს ის შეასრულებს, თუ ვინ იქნება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელებს გუნდის სათავეში „პსჟ-ს“ ამჟამინდელი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს ხილვა სურთ.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, შემდეგ კი ის დიდი ალბათობით კლუბში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ 15 მილიონ ევროდ გადავიდა. 

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 2022 წელს არცერთი საგოლე ქმედებით თავი ჯერ არ გამოუჩენია. 


კომენტარები: