რონალდუ თუ ბრუნო - ვინ დაარტყამს "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო პენალტს

12 თებერვალი 2022, შაბათი


"მიდლსბროსთან" მატჩში, კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის დარტყმა ითავა, თუმცა ბურთი საერთოდ კარს ააცილა და მედიაში ახალი დავა წამოჭრა.

დაიბრუნებს ბრუნო ფერნანდეში მთავარი შემსრულებლის სტატუსს თუ ისევ რონალდუ დაარტყამს პენალტებს - ეს კითხვა უკვე ბევრჯერ გაჟღერდა.

როგორც ბრიტანული წყაროები იტყობინებიან, ეს გაფუჭებული პენალტი არაფერს არ შეცვლის და მთავარი შემსრულებელი ისევ რონალდუ იქნება.

ფეხბურთელები მორიგეობით არ დაარტყამენ და განსაზღვრულია სია, სადაც პირველ ადგილზე რონალდუ წერია, შემდეგ კი ბრუნო.

ასე რომ, "იუნაიტედის" მორიგ პენალტს ისევ რონალდუ შეასრულებს და ამ მხრივ სიტუაცია არ შეიცვლება.


კომენტარები: