ნეიმარი ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა - იქნება თუ არა ბრაზილიელი "რეალთან"

11 თებერვალი 2022, პარასკევი


როგორც იცით, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პარის სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

ამჟამად ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმირებულები არიან და აღნიშნულ მატჩში მონაწილეობის მიღებისთვის იბრძვიან.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე არის ნეიმარ ჟუნიორი. ბრაზილიელი დღეს ჯგუურ ვარჯიშს დაურუნდა და "ბლანკოსის" წინააღდეგ სათამაშო დროსაც მიიღებს.

"რეალში" სიტუაცია ჯერ კიდევ რთულადაა. ფერლან მენდის და კარიმ ბენზემას თამაშის კვლავ ეჭვქვეშ დგას.

ასეა თუ ისე, 15 თებერვლამდე, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


კომენტარები: