ბენზემა ჰოლანდს შეეგება - ფრანგის სასიამოვნო ჟესტი

10 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ერლინგ ჰოლანდი მადრიდის "რეალისთვის" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ ითვლება.

გერმანული (და არა მხოლოდ) მედია წერს, რომ ნორვეგიელი "დორტმუნდში" ბოლო სეზონს ატარებს და ის ზაფხულში ტოპ კლუბში გადავა.

ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო: "გესმით ეს? ეს ჩემი დაბრუნების ხმაა".

ცნობისთვის, ერლინგს კუნთის ტრავმები ჰქონდა, რის გამოც 13 დღე გაუცდა, თუმცა ის უკვე მოედანს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდის პოსტი მოიწონა სამეფო კლუბის ლიდერმა კარიმ ბენზემამ. 


კომენტარები: