რა ხდება მოდრიჩის კონტრაქტის თაობაზე - ფაბრიციო რომანო ინფორმაციას ავრცელებს

10 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის მომავალთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

რომანოს ცნობით, ანჩელოტიმ რეალის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ლუკა მოდრიჩი ხელშეუხებელი ფეხურთელია და მომდევნო სეზონს გუნდი მის ირგვლივ დაგეგმავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება კონტრაქტის გახანგრძლივება, მომდევნო კვირებში თუ თვეებში, თუმცა ლუკას მომავალი გადაწყვეტილია.

ხორვატი ნახევარმცველი სამეფო კლუბში 2023 წლის 30 ივნისამდე აუცილებლად დარჩება, მისი წასვლა არც განიხილება. ება.

კომენტარები: