ვინისიუსი ახალ კონტრაქტს უახლოვდება - ხელშეკრულების პირობები ცნობილია

10 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


ერთ-ერთ გავლენიანი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით მადრიდის "რეალი" ბრაზილიელ შემტევს ახალ კონტრაქტს უმზადებს.

სკირას ცნობით, მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ვინისიუსს ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაუფორმებენ და ხელფასის მომატებასაც უპირებენ.

ვინისიუსის კონტრაქტი რეალთან 2024 წლამდეა გათვალისწინებული. ამჟამინდელი მონაცემებით, Transfermarkt-ზე დაყრდნობით ვინის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ლა ლიგის 21 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე მის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი და 4 ასისტიც.


კომენტარები: