მბაპემ შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს?! - რას წერენ საფრანგეთში

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნეა.

რამდენიმე დღის წინ, გერმანული BILD-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზივის თანახმად, გავიგეთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი სამეფო კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდებოდა, თუმცა ფრანგული RMC განსხვავებულ სიახლეს გვამცნობს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, კილიან მბაპეს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და სრულიად შესაძლებელია, რომ ის მომდევნო სეზონში "ბლანკოსის" მაისურით სულაც ვერ ვიხილოთ.

ასე და ამრიგად, RMC-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს მცირე საგონებელი მიეცათ, თუმცა ყველაფერს მაინც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.


კომენტარები: