ზიულე "ბარსელონას" აღარ შეუერთდება - მისი ახალი კლუბი ცნობილია

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


დორტმუნდის "ბორუსიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზიულე მომდევნო სეზონიდან მათ რიგებში იასპარეზებს.
გერმანელი "შავ-ყვითლებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
"ბარსელონასთვის" ეს ამბავი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ 26 წლის უკანახაზელს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.
მოარული ხმების თანახმად, კატალონიური გრანდი ზიულესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნიკლასი "ზიგნალ იდუნა პარკზე" გადაბარგება.
აქვე ვახსენოთ, რომ "ბარსა" ახლა "ჩელსის" უკანახაზელებსა და მომავალ თავისუფალ აგენტებზე - ანდრეას კრისტენსენზე და სეზარ აზპილიკუეტაზე გადაერთვება.


კომენტარები: