ახლა რონალდუს ჯერია!? - კრიშტიანუ ძალადობის ფაქტების დამალვას ცდილობს

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


The Mirror-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ძველი საქმე "ამოუქექეს", პორტუგალიელი კი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კეტრინ მაიორგა თქმით, 2009 წელს, ლას ვეგასში რონალდუმ ის გააუპატიურა.

ამ შემთხვევის შესახებ მსოფლიომ 2018 წელს გაიგო, როდესაც გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გამოძიება ჩაატარა.

წყაროს ცნობით, რონალდუ თავის ადვოკატებთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოძიების შედეგები არ გამოქვეყნდეს და დაიმალოს.

აღსანიშნავია, რომ ლას ვეგასის სასამართლომ გასულ წელს რონალდუ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა.

რონალდუ ფაქტს უარყოფს, თუმცა პორტუგალიელი რაღაცის დამალვას ცდილობს, რაც ეჭვებს აჩენს.


კომენტარები: