დებიუტანტების გოლებით ''იუვემ'' წარმატებული სვლა განაგრძო

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


 სერია ას 24-ე ტურში ტურინის ''იუვენტუსმა'' ''ვერონას'' უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა გახსნა. სერბს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი აქვს.

მეორე გოლი კი 61-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორიც ''ბიანკონერის'' კიდევ ერთი დებიუტანტი დენის ზაქარია იყო.

 ამ მოგების შემდეგ ''იუვე'' უკვე მეოთხე ადგილზეა 45 ქულით. მთავარ მდევარ ''ატალანტას'', რომელსაც ტურინელები მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან, 43 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ ''ბებერ ქალბატონს'' 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს იტალიის ჩემპიონატში და თამაშის ხარისხიც ბევრად გაუმჯობესებული აქვს სეზონის საწყის პერიოდთან შედარებით.

კომენტარები: