რუდიგერმა "რეალის" სარფიანი შეთავაზება დაბლოკა - ახალი ცნობა

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


როგორც იცით, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს ანტონიო რუდიგერს მედიაში მადრიდის "რეალთან" ხშირად აკავშირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები მის დამატებას ისე აქტიურად აღარ ცდილობენ, როგორც ეს ადრე იყო, გერმანელის "ბლანკოსთან" კავშირი არა და არ წყდება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელთა უკანახაზელმა "თეთრების" მიერ შეთავაზებული სარფიანი წინადადება უარით გაისტუმრა.

საქმე ეხებოდა კვირაში 173 ათასი ფუნტს ხელფასის სახით, რაზე ანტონიომ უარი განაცხადა.

როგორც ჩანს, გერმანელს უფრო მეტი თანხა სურს, ვიდრე 173 ათასია, ამაზე კი ამჯერად უარზე მადრიდელები არიან.

მედიაში ეს ცნობები ჭორის დონეზე არის გავრცელებული და თუ რომელ გუნდში გადავა რუდიგერი, ამას საბოლოოდ, ზაფხულში გავიგებთ.


კომენტარები: