ჟოტა: "ის "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია"

"ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიოგო ჟოტამ, twitch-ის ერთ-ერთ ვიდეოში საუბრისას გუნდის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა.
პორტუგალიელმა არჩევანი რობერტო ფირმინოზე შეაჩერა:
"ფირმინო ყველაზე ნიჭიერია, თუმცა ამის თქმა თავისუფლად შეიძლება ნაბი კეიტასა და ტიაგო ალკანტარაზეც", - განაცხადა ჟოტამ.
შეგახსენებთ, რომ შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლაში ჟოტას მთავარი კონკურენტი სწორედ ბრაზილიელი ფორვარდია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ფირმინოს მიმართ პატივისცემას არ კარგავს.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: