სრული კოშმარი - რა ხდება "პსჟს" ლაზარეთში "რეალთან" მატჩამდე 10 დღით ადრე

06 თებერვალი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" ხვდებიან.
დაპირისპირებას დიდი აფიშა აქვს და მოსალოდნელია, რომ წლის საუკეთესო ორმატჩიან დუელზეც გაიწიოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ მატჩამდე 10 დღით ადრე, არც ერთი გუნდი სრული შემადგენლობით არ არის.
სამეფო კლუბის ლაზარეთში ძირითადი შემადგენლობის 2 წევრი, კარიმ ბენზემა და ფერლან მენდი იმყოფებიან, თუმცა, დიდი ალბათობით, "პსჟთან" ორივე მათგანს ვიხილავთ
თავის მხრივ, ძალიან მძიმე ვითარებაა პარიზულ კლუბში - როგორც ირკვევა, სერხიო რამოსი და ნეიმარი გუნდთან ერთად ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებენ.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ ვერა ვარსკვლავები "ბლანკოსთან" მატჩისთვის დაბრუნებას.


კომენტარები: