"კვარაცხელიამ მოუკლო, მაგრამ ის მაინც არის ყველაზე ძვირადღირებულთა რიცხვში", - რუსული პრესა

06 თებერვალი 2022, კვირა


"მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას თამაში ისეთი კაშკაშა ვერაა, როგორც ადრე იყო, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება კვლავინდებურად სოლიდურია და 16 მილიონს შეადგენს", - წერს რუსული გამოცემა.

ქართველი ვინგერი არის მეხუთე ადგილზე და მასზე წინ არიან შემდეგი ფეხბურთელები - ჯონ კორდობა (17 მილიონი), მარკუს ვენდელი (19 მილიონი), ვილმარ ბარიოსი (20 მილიონი) და მალკომ ოლივეირა (22 მილიონი).

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, "წითელ-მწვანეების" ფლანგელმა ჩაატარა 15 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი ასისტი.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 21-წლის შემტევის სახელი პრესამ დაუკავშირა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, თუმცა ფეხბურთელი კვლავ ლეონიდ სლუცკის გუნდში დარჩა.

კომენტარები: