ლევანდოვსკი: "ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია"

05 თებერვალი 2022, შაბათი


„ბაიერნის“ 33 წლის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა.

„ბაიერნს“ ყოველთვის ყველა ტიტულის მოგება სურს. იმის შემხედვარე, დღეს როგორ ვთამაშობთ და რა შემადგენლობაც გვყავს, ნამდვილად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ.

თუმცა მთავარი მაინც ფეხბურთელების ჯანმრთელობაა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დროს. ასევე, დროც სწორად უნდა გავთვალოთ, რათა გადამწყვეტ მომენტში ფორმის პიკში ვიყოთ.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Pilka Nozna. 

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება. 

კომენტარები: