გირაოთი გამოსვლის შემდეგ, გრინვუდმა პირადი დაცვა გააძლიერა

მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მეისონ გრინვუდმა, პოლიციიდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ საკუთარი უსაფრთხოება გააძლიერა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ახლა ფეხბურთელის სახლის წინ ორი პირადი მცველი დარაჯობს, ადრე კი სახლი მხოლოდ ვიდეოკამერებით იყო აღჭურვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი გასულ კვირას პოლიციამ სექსუალური და ძალადობის ბრალდებით დააკავა, რომელშიც ის მისივე შეყვარებულმა დაადანაშაულა.
გუშინ ინგლისელი გირაოთი სასამართლოს დანიშვნამდე და ბრალის ოფიციალურად წაყენებამდე გაათავისუფლეს.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: