რონალდუს საფეხბურთო კერპები - კრიშტიანუმ 2 ფეხბურთელი დაასახელა

03 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდუმ ESPN Brasil-თან ინტერვიუში თავისი საფეხბურთო კერპების შესახებ ისაუბრა.
"შედარებები არ მომწონს. ვფიქრობ, რომ ორმა ფეხბურთელმა რონალდო ნაზარიომ და რონალდინიომ ფეხბურთში თავისი მემკვიდრეობა დატოვეს.
შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მათგანზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოვიგე, მაგრამ ორივე მათგანს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მე მათი ფეხბურთის ყურებაში ვიზრდებოდი. იმის თქმა ვინ არის პირველი და ვინ არის მეორე, არ არის მნიშვნელოვანი. მირჩევნია ვთქვა, რომ ისინი კერპები არიან და ფეხბურთში ლამაზი ისტორია დატოვეს."- განაცხადა რონალდუმ.


კომენტარები: