დაპირისპირება რანგნიკს და რონალდუს შორის - პორტუგალიელი ვარჯიშზე გაბრაზდა

03 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ურთიერთობა არც თუ ისე კარგია, ამას კი ახალი ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც The Athletic იტყობინება, რალფ რანგნიკმა ვარჯიშებზე რონალდუს პოზიცია შეუცვალა, რის გამოც პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბრაზებულია.

წყაროს ცნობით გერმანელი სპეციალისტი არ იყო კმაყოფილი რონალდუს შრომით 11-11ზე ვარჯიშის დროს და ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გადაწია.

კრიშტიანუმ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმის მიუხედავათ, რომ ეს ცვლილება მისთვის პოზიტიური გამოდგა.

ვარჯიშზე ცვლილების მიუხედავათ რონალდუ ოფიციალური მატჩების დროს მაინც ცენტრფორვარდის პოზიციაზე რჩება.

კომენტარები: