კლებერსონი: "გულწრფელად რომ ვთქვა, რონალდუს ექსპერიმენტი ჩავარდა"

03 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე კლებერსონმა Daily Star-თან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტისთვის კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერის ექსპერიმენტი წარუმატებელი აღომჩნდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის გუნდის თამაშზე გავლენას ვერ ახდენს.
რონალდუს მსგავსი ფეხბურთელები თავის ძველ კლუბში დიდი ხნის შემდეგ ბრუნდებიან და აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია ხვდებათ.
კლუბი ისეთი აღარ არის, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის დროს იყო და ეს მისთვის გამოწვევა უნდა იყოს."- განაცხადა კლებერსონმა.


კომენტარები: