"ლევანდოვსკი მეორეა", - ლეგენდარულმა რონალდომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

02 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.
„ფენომენოს“ აზრით, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემაა.
„ეჭვგარეშეა, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი კარიმ ბენზემაა. მას შემდეგ ლევანდოვსკი მოდის.
ჰოლანდი სულ მალე გახდება პირველი ნომერი, მაგრამ ეს ორი ამჟამად მასზე უკეთესები არიან. 
მბაპეც ძალიან ძლიერია. წავიკითხე, რომ „რეალმა“ მასთან 50-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. აშკარაა, რომ ჩვენ ცოტა ცუდ დროს ვთამაშობდით.“ - აღნიშნა რონალდომ.



კომენტარები: