ჯახი მოედნის გარეთაც - "რეალი" და "პსჟ" "სიტის" ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ხვდებიან, ESPN-ის ინფორმაციით კი დაპირისპირება მოედანს გარეთაც გრძელდება.
საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი გამოცემის ცნობით, ევროპული გრანდები "მანჩესტერ სიტის" შემტევის რაჰიმ სტერლინგის გადაბირებით ინტერესდებიან.
ინგლისელ შემტევს "ქალაქელების' ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, ამიტომაც, მისი გადაბარგება გამორიცხული არ არის.
ჯერჯერობით, უცნობია, რომელი გუნდია მისი ტრანსფერის ფავორიტი, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე დიდი დროა და შესაძლოა, ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალოს.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: