მორიგი ნაბიჯი გუნდიდან ჩამოშორების შემდეგ - რა გააკეთა "იუნაიტედმა"

01 თებერვალი 2022, სამშაბათი


მეისონ გრინვუდის ინციდენტის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის, ინგლისელი ფეხბურთელი ბრალდებულია მეგობარი გოგონას გაუპატიურებასა და ძალადობაში.

გუშინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ მეისონი გუნდს ჩამოშორდა, შესაბამისად ის ვარჯიშებსა და მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სულ ცოტა ხნის წინ, "იუნაიტედის" ოფიციალურმა მაღაზიამ გაყიდვიდან ამოიღო ახალგაზრდა ფეხბურთელის მერჩენდაიზი.

"მანჩესტერის" ქომაგები მოახლოებულ დროში ვერ შეძლებენ გრინვუდის ოფიციალური მაისურისა და სხვა ნივთების შეძენას.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი ჯერ კიდევ დაკითხვაზე იმყოფება, რის შესახებაც მანჩესტერის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

კომენტარები: