გრინვუდის კარიერა ნელ-ნელა ინგრევა - მორიგი ოფიციალური განცხადება

01 თებერვალი 2022, სამშაბათი


მეისონ გრინვუდის ცხოვრება 1 დღეში სრულიად შეიცვალა და ახლა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევს წინ რთული დღეები ელის.
როგორც მოგეხსენებათ, გრინვუდმა მეგობარ გოგონაზე ფიზიკურად იძალა და გააუპატიურა კიდეც, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.
"მანჩესტერმა" გრინვუდი ოფიციალურად ჩამოაშორა გუნდს, დღეს კი მაღაზიებში მისი მერჩენდაიზი გაყიდვიდან ამოიღეს.
ცოტა ხნის წინ, Nike-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს თანამშრომლობა გრინვუდთან.
"ჩვენ შევწყვიტეთ თანამშრომლობა და ურთიერთობა მეისონ გრინვუდთან. ძალიან შეწუხებულები ვართ ბრალდებებით და სიტუაციას ახლოდან დავაკვირდებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასე რომ, გრინვუდმა სპონსორიც დაკარგა და ნელ-ნელა, მისი კარიერა უფსკრულისკენ მიექანება.


კომენტარები: