მარსელო რონალდუს სასტუმროს ეახლა - როგორ გამოეხმაურა კრიშტიანუ ამ ფაქტს

01 თებერვალი 2022, სამშაბათი


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა მარსელომ სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Instagram-ზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
"ბლანკოსის" მარცხენა მცველი კრიშტიანუ რონალდუს სასტომროს "Pestana CR7"-ს ეწვია, რომელიც მადრიდში მდებარეობს.
"მზის ჩასვლა მადრიდში" - წერს ბრაზილიელი.
ამ პოსტს პორტუგალიელი შემტევი კომენტარის სახით უმალვე გამოეხმაურა.
"მადლობა სტუმრობისთვის. შენ ახლა სახლში ხარ" - დაწერა კრიშტიანუმ.
ცნობისთვის, 36 წლის სუპერვარსკვალვის მფლობელობაში "Pestana CR7"-ის გარდა კიდევ 4 სასტუმრო არის.



კომენტარები: