სათამაშო სქემა იცვლება - "რეალის" სავარაუდო XI მომდევნო სეზონისთვის

მადრიდის "რეალი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდ აქტიურობას გეგმავს.
კილიან მბაპეს გარდა, რომელიც "სამეფო გუნდის" მთავარ სამიზნედ ითვლება, გუნდი ერლინგ ჰოლანდისთვისაც იბრძოლებს, რომელიც უდიდესი ალბათობით, დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს.
შესაბამისად, "ბლანკოსის" შემადგენლობა ერთობლივად შეიძლება თანამედროვეობის ორი მთავარი ვარსკვლავით გაძლიერდეს.
მათ დაემატება ვინისიუსი და ბენზემა. ეს ორი უკანასკნელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურებიან და მოსალოდნელია, რომ ეს მომდევნო წელსაც ასე იქნება.
თუ მოვლენები ზემოთ აღნიშნული სცენარის მიხედვით განვითარდა, ბუნებრივია, რომ კარლო ანჩელოტის სათამაშო სქემასთან დაკავშირებით ცვლილებების გაკეთება მოუწევს, ვინაიდან გუნდში 4 ტოპ კლასის შემტევი იქნება და არცერთი მათგანისთვის სათადარიგო სკამზე ჯდომა მისაღები არ იქნება.
გთავაზობთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საყვარელი გუნდის შემადგენლობა მომდევნო სეზონისთვის.

მსგავსი სტატიები:
კომენტარები: