გრინვუდი უკვე გარიყეს!? - "იუნაიტედის" მოთამაშეებმა მეისონის გამოწერა გააუქმეს

31 იანვარი 2022, ორშაბათი


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა მეისონი გრინვუდმა თავის მეგობარ გოგონაზე ფიზიკურად იძალადა.

ჰარიეტ რობინსონმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს თუ რა სახის დაზიანებები მიაყენა მას გრინვუდმა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ კრიშტიანო რონალდუმ, დავიდ დე ხეამ, ალექს ტელეშმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა გვერდმა ინსტაგრამზე გრინვუდის გამოწერა გააუქმეს.

ცხადია, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა და ეს ყველაფერი წყნარად ვერ მოგვარდება. გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები: