"ვერ ვიგებ რატო არ უშვებენ", - ბერბატოვმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელმაც იუნაიტედი უნდა დატოვოს

31 იანვარი 2022, ორშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა, დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი უნდა დატოვოს.

„ჯესი ლინგარდი სასწრაფოდ უნდა წავიდეს კლუბიდან, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს. გაკვირვებული ვიყავი, რომ ის „ვესტ ჰემში“ არ დარჩა, მაგარმ როგორც აღმოჩნდა კლუბები ვერ შეთანხმდნენ. თავად მან თავი კარგად წარმოაჩინა.

ვერ ვხვდები, საბოლოოდ რატომ გადაწვყიტა მან გუნდში დარჩენა, თუ თამაში სურს. თუ „იუნაიტედი“ არ აპირებს მის გამოყენებას, ვერ ვიგებ, რატომ არ უშვებენ ლინგარდს.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც დონი ვან დე ბეეკს თამაშის შესაძლებლობას მისცემს - კარგი ნაბიჯია. ნიდერლანდელს „ემიუში“ არცერთ მწვრთნელთან ერთად არაფერი არ გამოსდის. ის მუდამ სკამზე ზის და არ თამაშობს.“ - ციტირებს ბერბატოვი სიტყვებს Metro.
 

კომენტარები: