უეინ რუნი "იუნაიტედის" მწვრთნელად!? - ინგლისელმა კითხვას უპასუხა

30 იანვარი 2022, კვირა


ალბათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი ოცნებობს, რომ ერთ დღესაც უეინ რუნი "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში იხილოს.

ახლა რუნი ჩემპიონშიპის გუნდს "დერბი ქაუნთის" წვრთნის და ამ კლუბის ერთგულების გამო "ევერტონის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

პრესკონფერენციას რუნის ჰკითხეს, ოდესმე დაბრუნდება თუ არა "მანჩესტერში" როგორც მწვრთნელი, რაზეც მან უპასუხა:

"როგორც აქამდე მითქვამს მე ამ კლუბის ერთგული ვარ და ასე იქნება მანამ, სანამ ზემოდან ვინმე რაიმე განსხვავებულს არ მეტყვის.

მე რეგულარულად ვესაუბრები ხალხს მანჩესტერ იუნაიტედში და დარწმუნებული ვარ, მათ რომ ჩემი მისვლა უნოდეთ, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა. ახლა მე დერბის ვეკუთვნი", - განაცხადა რუნიმ.

კომენტარები: