ვინ არის შეიხ მოჰამედი - ვის შეხვდა რონალდუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

30 იანვარი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუმ პაუზით ისარგებლა და თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ატარებს.

პორტუგალიელი ვარსკვლავი Dubai EXPO-საც ესტუმრა, სადაც სიტყვით გამოვიდა, იქამდე კი 1 მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ რონალდუ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს, იგივე შეიხ მოჰამედ პირადად შეხვდა თავის უფროს ვაჟთან ერთად.

მოჰამედი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და რაც ყველაზე მთავარია, დუბაის საამიროს მმართველია.

სავარაუდოა, რომ მათი შეხვედრა მხოლოდ გაცნობის მიზანს ატარებს და არა სხვა რამეს, თუმცა ეს უცნობია.

რონალდუს გარდა, დუბაიში ჯესი ლინგარდი, მარკუს რეშფორდი და ჰარი მაგუაიერი ისვენებენ.



კომენტარები: