ეს ისტორია უნდა იცოდეთ! - რა გააკეთა რონალდუმ 2008 წლის ფინალის შემდეგ

29 იანვარი 2022, შაბათი


2008 წელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ფენომენალური გამოდგა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი გახდა.

ფინალში, "წითელმა ეშმაკებმა" "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხეს, იქამდე კი ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

პორტუგალიელის ნათესავმა ეს საღამო გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინგლისში დაბრუნებისთანავე, რონალდუმ ვარჯიში გააგრძელა.

"მანჩესტერში კრიშტიანუსთან ერთად 5 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

2008 წლის საღამოს, გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ტერიმ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ კი ვან დერ სარმა ანელკას დარტყმა მოიგერია.

გაინტერესებთ რა გააკეთა რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნებისთანავე ? ის სავარჯიშოდ წავიდა.

23 წლის ბიჭი ევროპის საუკეთესო ტურნირის ჩემპიონი გახდა, მალევე კი ისევ ვარჯიშობდა. ის ასეთია, მადეირას ნამდვილი შვილი", - უამბო ნუნო ვივიეროსმა Tuttosport-ს.

კომენტარები: