მესი: "რამოსთან ამ საკითხზე არასდროს მისაუბრია"

29 იანვარი 2022, შაბათი


"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ლეო მესიმ მადრიდის "რეალთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩვენ გაანალიზებული გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა საჭირო, არაქვს მნიშვნელობა მათ ვინაობას.

გამონაკლისი ვერც სამეფო კლუბი იქნება. ველოდებით და ვემზადებთ დაპირისპირებისათვის, თუ ფინალში გასვლა გვსურს, ყველა ეტაპი უნდა გადავლახოთ.

რამოსთან სამეფო კლუბზე არ მისაუბრია, ეს კომუნიკაცია ჩვენს შორის არასდროს შემდგარა. სერხიო, გუნდის დანარჩენი წევრების მგავსად, მოტივირებულია და ჩემპიონთა ლიგის განახლებას ელოდება." - განაცხადა მესიმ.

კომენტარები: