პსჟ-სთვის მომდევნო ზაფხულისთვის მთავარი სატრანსფერო სამიზნე პოლ პოგბა იქნება1

29 იანვარი 2022, შაბათი


ნახევარმცველი პოლ პოგბა, უდიდესი ალბათობით, ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, პოგბას დამატება - მომდევნო ზაფხულისთვის „პსჟ-ს“ მთავარი სატრანსფერო მიზანია.

პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო პოგბას აგენტს, მინო რაიოლას უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.

„ემიუსა“ და პოგბას შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმების ალბათობა ძალიან დაბალია, ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმაზე, რომ თავად ფრანგსაც სურს კარიერის პარიზში გაგრძელება.

ამჟამად პოგბა ტრავმირებულია, მან დაზიანება ნოემბერში, ნაკრების განკარგულებაში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა. 


კომენტარები: