ჯენოას ურჩევნია შევჩენკოს ყოველთვე უხადოს, ვიდრე ერთიანი კომპენსაცია მისცეს

29 იანვარი 2022, შაბათი


უკრაინელი ანდრეი შევჩენკო „ჯენოასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე ვერა და ვერ თანხმდება.

გამოცემა Tribuna.com-ის ინფორმაციით, გენუეზური კლუბის ხელმძღვანელობა უკრაინელი მწვრთნელისთვის შეღავათის გაკეთებას არ აპირებს. 

იტალიელებს ურჩევნიათ, შევჩენკოსთვის ერთიანად კომპენსაციის გადახდას, მას ყოველთვიურად ხელფასი გადაუხადონ.

ამის გამო, ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი პოლონეთის ნაკრებთან ვერ აფორმებს კონტრაქტს, რომელში დანიშვნაზეც ყველანაირ შეთანხმებას მიაღწია.

შევჩენკომ „ჯენოა“ 2021 წლს ნოემბერში ჩაიბარა და თანამდებობაზე მხოლოდ 2022 წლის იანვრამდე დარჩა, ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 11 შეხვედრა ჩაატარა, რომლიდანაც 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7-ჯერ დამარცხდა.

კომენტარები: