"ვიცი, სადაც გადავა დიბალა", - იტალიელი აგენტის ხმაურიანი განცხადება

28 იანვარი 2022, პარასკევი


"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ გადაწყვიტა ტურინი 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და მილანის "ინტერს" შეუერთდეს, იტყობინება ფულვიო ვალკარეჯი.
ვალკარეჯი არ წარმოადგენს დიბალას ინტერესებს, მაგრამ მან განცხადება გააკეთა Radio Kiss Kiss Napoli-ზე. "პაულო დიბალა ინტერში გადავა, ნახავ! მისი ურთიერთობა იუვენტუსის დირექტორებთან სრულიად გაფუჭებულია.
ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ის ინტერში გადავიდეს. ნერაძურისთვის ეს ძალიან კარგი იქნება, ყველაფერი შეთანხმებულია, ველით ტრანსფერს", -  თქვა ვალკარეჯიმ.
"ინტერის" სასარგებლოდ თამაშობს ჯუზეპე მაროტას ფაქტორი, რომელსაც დიბალასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს შენარჩუნებული. არგენტინელი მილანელებისკენ სწორედ იტალიელის გამო იხრება.


კომენტარები: