"მარტო 2022-ს კი არა მთელ კარიერას ეხება", - ჰოლანდმა დაასახელა ის ერთი ასპექტი, რაშიც უნდა გაუმჯობესდეს

27 იანვარი 2022, ხუთშაბათი


ბორუსია დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, ისაუბრა იმ ასპექტებზე, რომელშიც, მისი აზრით, მოსამატებელი აქვს.

„ვფიქრობ, ყველაფერში გაუმჯობესება შემიძლია. თუ მეტყვით, რომ შეტევებს კარგად ვაგვირგვინებ, მე გიპასუხებთ, რომ ამის გაკეთება კიდევ უფრო უკეთ შეიძლება. შემიძლია უფრო სწრაფი და ძლიერი გავხდე.

მაგრამ, თუ რაიმეზე პირველ რიგში უნდა ვიმუშავო - ეს ცალსახად ტრავმების თავიდან არიდებაა. თუ ნაკლებ დაზიანებებს მივიღებ, გაცილებით მეტი მატჩის ჩატარებას შევძლებ და შესაბამისად უფრო წარმატებულიც ვიქნები.

თუ 2022 წლის მიზნებზე მკითხავთ, მე ტრავმების თავიდან არიდებას ავირჩევდი. იგივე ეხება მარტო 2022-ს კი არა, მთელ ჩემ კარიერას, მთავარი ეს არის.“ - უპასუხა ნორვეგიელმა.

ბუნდესლიგის მე-20 ტურში, რომელშიც „დორტმუნდმა“ „ჰოფენჰაიმს“ 3:2 მოუგო, ჰოლანდმა მე-6 წუთზე გოლი გაიტანა, 63-ზე კი ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ამ სეზონში ეს მისთვის უკვე მესამე დაზიანებაა. 

კომენტარები: